გენერალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსები

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე.
  • პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
  • აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.
  • ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
  • მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 577 34 98 38
გისურვებთ წარმატებებს!