უმცროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი Caucasus Credit
მივლინება: არა ხელფასი: 2000
იურიდიული: იურისტი
„Caucasus Credit“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის (პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საშუალო ანაზღაურება: 2000 ლარი.

მოვალეობები:
  • იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • პრობლემურ მსესხებლებთან უშუალო ურთიერთობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • პორტფელის მუდმივი მონიტორინგი;
  • ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის მოსამზადებლად დოკუმენტაციის მოგროვება, **ნოტარიუსთან ვიზიტი და სააღსრულებო ფურცლის აღება;
  • სააღსრულებო ფურცლის დარეგისტრირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • გირავნობის მოწმობის აღება შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი დარეგისტრირება კერძო აღმასრულებელთან;

მოთხოვნები:
  • აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სამუშაო გამოცდილება( არსებული სესხების მართვა აღმასრულებელთან კომუნიკაცია, განცხადებების დაწერა და ა.შ.)
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით); 
  • სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა; 
  • საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • სასურველიარუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თვისებები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობა;
  • ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე:caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.