იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ტერასა ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
ტერასა გრუპი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:
  • ხელშეკრულებების მომზადება,
  • სამუშაო აღწერილობების მომზადება, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების წარმოები,
  • ხელშეკრულებების გაფორმება (ნასყიდობა, ნარდობა, მომსახურება, შრომითი და სხვა ხელშეკრულებები);
  • კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო დაწესებულებებში (იგულისხემბა მერია, აღსრულება,საჯარო რეესტრი, სასამართო)
  • კომპანიის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,
  • საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა და იურიდიული რისკების პრევენცია,
  • სამართლებრივი რისკების დროული გამოვლენა და დამდგარ რისკებზე რეაგირება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით,
  • სამშენებლო რეგულაციების შესახებ ცვლილებების მუდმივი გაცნობა და მათი გათვალისწინება კომპანიის საქმიანობაში,
  • ახალი პროექტების წამოწყების ეტაპზე გარე პარტნიორ ორგანიზაციასთან, მიწის მფლობელთან, ინვესტორთან და სხვა გარე მხარეებთან ურთიერთობა სამართლებრივი საკითხების რეგულირებისთვის,
  • კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა იურიდიული საკითხების ჭრილში,
  • მერიასა და სხვა საჯარო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ნებართების მიღების და სხვა სამართლებრივ საკითხებზე,
  • ხელშეკრულებების შაბლონური ფორმების მომზადება და მათში მუდმივი ცვლილებების შეტანა-განვითარება,
  • ტერასა ჯგუფის პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და პრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება და მათი გადაჭრა,
  • დებიტორების მონიტორინგი,
  • ნასყიდობის ხელშეკრულებების დამუშავება კანონთან შესაბამისობაში,
  • ქვეკონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებთან სამართლებვირად გამართული ურთიერთობის დამყარება,
  • სამართლებრივი რისკების პრევენციის მიზნით, შედგენილი დოკუმენტების ვიზირება,
  • კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების კონსულტირება სამართლებრივ საკითხებში,
  • შიდა პროცედურების ანალიზი და სამართლებრივი რისკების მინიმიზაციისთვის გარკვეულ პროცესებში ჩართვის მოთხოვნა,
  • ცვლილებების ინიცირება პროცედურებში რისკების შემცირების მიზნით

მოთხოვნები:
  • ბაკალავრი სამართალმცოდნეობაში(აუცილებელია)
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში ან სხვა კერძო სექტორში (სასარუველია)
  • 1 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის (სასრუველია საჯარო რეესტრში ან მერიაში)
  • კომპიტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია)
  • სამშენებლო რეგულაციების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესბულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@terrassagroups.com