იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
დასახელება: იურისტი 
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.   
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში იურისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; 
  • დოკუმენტაციის მომზადება სასამართლო და საარბიტრაჟო საქმის წარმოებისთვის; 
  • კომპანიის წინაშე არსებული დავალინებების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ღონისძიებების წარმოების ინიცირება და მართვა; 
  • დავის მხარეებთან, ასევე კომპანიის წინაშე ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • სამართლებრივი დასკვნის მომზადება დასმულ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის კლიენტებთან, მომწოდებლებთან, სხვადასხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ფიზიკურ და იურიდულ პირებთან ხელშეკრულებების მომზადება. 
  • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა; 
  • მიმდინარე კორესპონდენციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პასუხის მომზადება; 
  • თანამშრომლის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალოებების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი მითითებების მიცემა. დავალებების შესრულების ვადების და წესების დაცვის კონტროლი; 
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა კომპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და შემდგომ მის განხორციელბაში; 
  • კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა; 
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დავებისას დასკვნების მომზადება მათ შორის, სასამართლოში წარსადგენი სარჩელის და შესაგებლის მომზადება; 
  • სააღსრულებო პროცესების წარმართვა და ზედამხედველობა; 
  • კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამრთლო და სხვა ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში; 
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. 
  • იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია, შემცირება; 
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება; 
  • შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედეგნა და კონსულტაციები. 
  • სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება; 
  • ხელშეკრულებები, ბრძანების პროექტების და სხვა მის კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტების მომზადება და ვიზირება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტუქტურებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობა; 
  • მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადების წარდგენა; 
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდიანრე დავალებების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (მიკროსაფინანსო და/ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) 
  • გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში 
  • სააღსრულებო და საპროცესო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა 
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად) 
 
პიროვნული თვისებები : 
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის გრძობა 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.