საბარათე სისტემის ადმინისტრატორის და მომხმარებელთა მხარდამჭერი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოგაზი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია „ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას  საბარათე სისტემის ადმინისტრატორის და მომხმარებელთა მხარდაჭერის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორატიული და ლოიალური ბარათების სისტემის პროექტის მხარდაჭერა, საჭიროების გამოვლენა ცვლილების უზრუნველსაყოფად და მიმდინარეობის დაგეგმვა;
  • კორპორატიული და ლოიალური ბარათების სისტემისათვის საჭირო ბარათების დროული შეკვეთა და მიწოდება სადგურებზე;
  • სადგურებზე თანამშრომლების პროგრამული და ტექნიკური (დანადგარების კუთხით) მხარდაჭერა;
  • არასანქცირებული გატარებების კონტროლი;
  • პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სისტემასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობაში ჩართული ოპერაციების შესრულება/კონტროლი;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება და შესაბამისი პირებისათვის წარდგენა;
  • ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, დახმარების გაწევა კომპტენციის ფარგლებში ან/და გადამისამართება შესაბამის პირთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენები - ინგლისური და რუსული (სასურველია); 

პიროვნული თვისებები და უნარები:  
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო საათები: 9:30სთ  - 18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული განვითარება.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.