VIP მომსახურების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:


"BET25" აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების  მენეჯერის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • VIP პროგრამების დაგეგმვა და მართვა. 
  • პროგრამების ბიუჯეტისა და შესრულების ძირითადი ინდიკატორების მუდმივი კონტროლი.
  • VIP მომხმარებლებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ციფრული საშუალებებით.
  • VIP მომხმარებლებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • VIP მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და ექსკლუზიური შეთავაზებების დაგეგმვა. 
  • მონაცემთა ანალიტიკაში ჩართულობა პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად და გასაუმჯობესებელი მიმართულებების გამოსავლენად.
  • კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან მუდმივი მუშაობა ინტეგრირებული სტრატეგიების შემუშავებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში ან/და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და კარგი ვერბალური კომუნიკაცია;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • მოლაპარაკების უნარი
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "VIP მომსახურების მენეჯერი" .
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "bet25"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.