ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გაყიდვების განყოფილებაში

თბილისი სტაჟირება HR.GE
მივლინება: არა ხელფასი: 300 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
HR.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების განყოფილებაში.
გაინტერესებთ გაყიდვების სფერო? ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება? მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.
სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და განივითარებთ გაყიდვების უნარებს, გაეცნობით თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.
სტაჟირების პერიოდი გათვლილია 3დან 6 თვემდე ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი.
ანაზღაურება: 300-1000 ლარი

სამუშაოს აღწერა:
  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან III, IV კურსის სტუდენტებიც)
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო მოთხოვნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური ენის ცოდნა, 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა გამოხმაურებისთვის, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Project21@hr.ge

გისურვებთ წარმატებებს!