პრისეილერი

თელავი სრული განაკვეთი მზიური
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ფერმა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონზე პრისეილერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
  • მაღალ ფიქსირებულ ხელფას
  • გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
  • სამოტივაციო ბონუს

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება .
  • კახეთის ქალაქების ,დასახლებების, სოფლების, რაიონების კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა
  • საკუთარი ავტომანქანის ფლობა
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა

მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
  • უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
  • გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
  • უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სლაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და რეგიონი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით"