სტუმართა მომსახურების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი Grand Gloria
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
სასტუმრო  “გრანდ გლორია” აცხადებს ვაკანსიას სტუმართა მომსახურების აგენტის პოზიციაზე. 
„გრანდ გლორია“ გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.  
https://grandgloria.ge/georgian/home 
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel 
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/ 
2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის  საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.   
მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards  სასტუმრო გრანდ გლორია  გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".  
 
ასევე, მიმდინარე 2023 წელს  World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი". 
სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს. 
მდებარეობა : ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22 
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი   
სამუშაო დრო: 5/2 
ენები: ინგლისური, რუსული 
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; 
  • კორპორატიულ ფასდაკლებას სასტუმროს სერვისზე და პროდუქციაზე; 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 

მოთხოვნები: 
  • უცხო ენა: ინგლისური და რუსული სასაუბრე დონეზე; 
  • კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის  უნარი. 
 
მოვალეობები: 
  • სტუმრების მისალმება, დახვედრა, პირველი შთაბეჭდილების შექმნა; 
  • სტუმრების შემოსვლა-გასვლის კოორდინაცია; 
  • სტუმრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გარკვევა, დაკმაყოფილება; 
  • სასტუმროს პროდუქტის, სერვისების, ფასების და სპეციალური შეთავაზებების, ასევე ყოველდღიური და სპეციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფლობა; 
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროს და საზოგადოებრივი დაწესებულბებისა და მომსახურების შესახებ; 
  • სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობა. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge  და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.