B2B/კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბექ ოფისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: კომპიუტერული პროგრამები, კორპორატიული კლიენტები (B2B)
ბექ ოფის საქართველოს გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კორპორატიული/B2B გაყიდვების მიმართულებით.


თუ ხართ მიზანდასახული, ამბიციური და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული, გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, გაქვთ საკმარისი კომპეტენცია კორპორატიული გაყიდვების სფეროში და გეგმავთ კარიერულ განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენი ვაკანსია უთუოდ დაგაინტერესებთ!

მოკლედ ჩვენი საქმიანობის შესახებ:
ბექ ოფისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნეს-სექტორისთვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფებს ქმნის და ეხმარება კომპანიებს მომხმარებლის მოზიდვაში, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და გაციფრულებაში.

ჩვენ 6 წელია ბაზარზე ვფუნქციონირებთ და ერთადერთ ქართულ ERP/CRM სერვისს წარმოვადგენთ.

ვაკანსიის დეტალები:
  • პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (მინიმალური ზღვარი 2500 ლარი)
  • განაკვეთი: სრული → 11:00 -19:00 (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა)
  • მდებარეობა: თბილისი, ინოვაციების ქუჩა #7 (ტექნოპარკი)

ჩვენი მოთხოვნები:
  • გამოცდილება B2B/კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 1 წელი 
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 რას გთავაზობთ:
  • სამართლიან და მზარდ ანაზღაურებას
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივით
  • პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას
  • გაყიდვების ყველაზე თანამედროვე ხელსაწყოებს (საჭიროების შემთხვევაში მათთან მუშაობის შესწავლას)
  • შესაძლებლობას, რომ სწრაფად დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე

დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.
ველით თქვენს რეზიუმეს და გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე