მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი NEW TREND
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ  ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის გაყიდვების მენეჯრის პოზიციაზე. NABU ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა რომლიც ფლობს როგორც მონობრენდულ ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში, ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარ ევროპულ ბრენდს : Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Maison Margiela , MSGM, Zadig&Voltaire, Dsquared, Ami Paris, Coperni, Vivetta, Mugler, Marine Serre , Comme des Garcon, Eleventy, C.P Cpmpany…..
მაღაზია “NEW TREND  department store“ -სთვის ჩვენ ვეძებთ დინამიურ და კრეატიულ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერს რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი     
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 
11:00 -20:00 
13:00- 22:00 
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნები:
  • პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1; 
  • ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი. 

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიის პერსონალის მართვა;
  • ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
  • გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექნიზმების დანერგვა;
  • სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; 
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
  • სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით   გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  NT მაღაზიის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!