ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სამედიცინო კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა - საბურთალო; 
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; 
ანაზღაურება - 1000 ლარი; 

ძირითადი მოვალეობები: 
  • პაციენტების სამედიცინო ისტორიების გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა) 
  • ინფორმაციის ასახვა პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად; 
  • რეგისტრაციის შემდეგ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ამბულატორიული სივრცეების შესახებ; 
  • საგარანტიო წერილების ვალდებულებების გადამოწმება; 
  • პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება თანაგადახდის თაობაზე; 
  • დღის განმავლობაში მიღებული საგარანტიო წერილების გადამისამართება ანგარიშგების მენეჯერთან; 
  • დღის განმავლობაში მიღებული თანხის ჩეკებისა და რეპორტის მიწოდება ბუღალტერიის დეპარტამენტთან; 
  • სალაროში არსებული საბრუნი თანხის კონტროლი; 
  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდატების დაცვით; 
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;  
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული მეტყველება ქართულად; 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე); 

უნარ-ჩვევები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი;  
  • კრიზისული სიტვაციის მართვის უნარი;  
  • ანალიტიკური აზროვნება;  
  • დეტალებზე ორიენტულობა;  
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი“ 
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.