IVF ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 1100
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
შპს "ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში IVF ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე (შაბათი საჭიროების შემთხვევაში 10:00-14:00 )
ანაზღაურება - 1100 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკაში არსებულ პროგრამაში IVF პაციენტების რეგისტრაცია;
  • პაციენტებისთვის არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • IVF პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებების გაცნობა და გაფორმებული ხელშეკრულებების სისწორის კონტროლი;
  • პაციენტებისთვის/პარტნიორებისთვის მომსახურების საფასურის შესახებ ინვოისების მიწოდება;          სუროგაცია/დონაციის სააგენტოებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტების დროული მოძიება;
  • სამედიცინო ცნობების მომზადება არსებული სტანდარტის შესაბამისად;
  • კლინიკაში შემოსულ მეილებზე რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “IVF ადმინისტრატორი“
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.