ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პეტრა სი რეზორტ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
დეველოპერი კომპანია „Petra Sea Resort“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერი
პოზიციის დაქვემდებარება: ფინანსური დირექტორი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
  • საგადასახადო აუდიტისა და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა
  • კომპანიის/პროექტის ყოველთვიური ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მენეჯმენტთან, პარტნიორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან რეპორტინგის წარმოება
  • ფინანსური ანალიზისა და კონტროლისათვის საჭირო პროცედურების და შესაბამისი ფორმების დახვეწა/შემუშავება/დანერგვა
  • ბანკებთან, ინვესტორებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობაში ჩართულობა.
  • არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
  • საბუღალტრო პროგრამა ბალანსში, აღრიცხვის სისტემის შესწავლა, გატარებების მონიტორინგი და ანგარიშგებებისთვის ოპტიმიზებული ფორმების შექმნა.
  • მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ანალიზის/რეპორტების მომზადება და რეკომენდაციების შეთავაზება მენეჯმენტისთვის
  • ფინანსური მიმართულების სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით (ბაკალავრის / მაგისტრის ხარისხი)
  • სამშენებლო სექტორში მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელი ცოდნა: ფინანსური მოდელირება, ფინანსები, ექსელი (ძალიან კარგად), PowerPoint, ინგლისური და რუსული ენები (სრულფასოვნად, მოლაპარაკების წარმოებისათვისა და ფინანსური რეპორტების / პრეზენტაციების დამოუკიდებლად მომზადება/წარდგენისთვის საჭირო დონე).
  • აუცილებელი უნარები/ თვისებები: ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა, აქტიურობა, პასუხისმგებლობა, კომუნაბელურობა, მიზანსწრაფულობა, შედეგზე ორიენტირებულობა, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაოების შესაძლებლობა, გუნდურობა, მოქნილობა.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Dkublashvili@petraresort.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.