შეფ-მზარეული

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი SVPRA Berlin
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
SVPRA Barcelona, ცნობილი ქართული პრემიუმ ხარისხის რესტორანი ესპანეთში, აგრძელებს თავის გასტრონომიულ თავგადასავალს ბერლინში SVPRA Berlin-ის საზეიმო გახსნით. SVPRA Berlin წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ქართულ რესტორანს, რომელიც აერთიანებს ქართულ ტრადიციებს, მემკვიდრეობასა და დახვეწილ სამზარეულოს, შთამბეჭდავ მუსიკალურ საღამოებსა და ტრადიციული ქართული ცეკვის წარმოდგენებს. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც გატაცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ტრადიციებით. გახდი SVPRA ბერლინის ოჯახის წევრი.
გთხოვთ, იხილეთ SVPRA Barcelona ჩვენს ინსტაგრამზე: Suprabarcelona (https://www.instagram.com/suprabarcelona?utm_source=ig_web_button_share_sheet&igsh=ZDNlZDc0MzIxNw==)

რესტორანი SVPRA Berlin აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე ბერლინში.
სამუშაო ადგილი: ბერლინი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ჩვენს მენიუში არსებული ქართული კერძების თანმიმდევრული ხარისხისა და პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარის მონიტორინგი და პროდუქციის შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, ახალი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
  • ინოვაციეური ქართული კერძების შემუშავება;
  • სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება;
  • სამზარეულოს პერსონალის პროფესიული დონის განსაზღვრის საერთო გეგმა;
  • სამზარეულოს პერსონალის შერჩევა;
  • სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება.;
  • სამზარეულოს პერსონალის პროფესიული სწავლება;
  • სამზარეულოში პროდუქტების გამოყენების საკონტროლო ჩანაწერების, დოკუმენტების, სტატისტიკური მონაცემების შედგენა;
  • სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი.

საჭირო უნარები:
  • შეფ-მზარეულის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული სამზარეულოს ზედმიწევნით ცოდნა და ტრადიციული კერძების ავთენტურობით შესრულების უნარი;
  •  მაშტაბურ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი და მრავალფეროვან გუნდთან თანამშრომლობა;
  • მენიუს და სტუმრების პრეფერენციების შეცვლასთან ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosuprajoy@gmail.com. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს
ან დაგვიკავშირდით Whatsapp საშუალებით: +34 613 625 924
გისურვებთ წარმატებას!