მზარეული

ონი სრული განაკვეთი მანინო უწერა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
სასტუმრო მანინო უწერა აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს მენეჯერთან ერთად დაგეგმოს და აკონტროლოს სამზარეულოს თანამშრომლების სამუშაო განრიგი;
  • უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით
  • აკონტროლოს კერძების ხარისხი და დანაკარგი
  • დაიცვას HACCP სტანდარტები
  • ითანამშრომლოს სასტუმროს მენეჯერთან, აკონტროლოს პროდუქტის ხარისხი და ფასები;
  • აკონტროლოს საწყობში არსებული პროდუქტის მარაგები და ვარგისიანობა;
  • გამართოს და აკონტროლოს საკვები პროდუქტების შენახვის წესების დაცვა
  • აწარმოოს ყველა კერძის ხარჯთაღრიცხვა და მოახდინოს ხარჯების მენეჯერთან ერთად პროგრამაში კორექტირება
  • მართოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და უზრუნველყოს სამზარეულოში არსებული რეგულაციების, სტანდარტების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • პერიოდულად შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროს მენეჯერს;
  • მკაცრად აკონტროლოს რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს და დაგეგმოს ტრენინგები თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მოთხოვნები:
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპიერატესობად

კანდიდატს უნდა შეეძლოს რაჭაში რელოკაცია 8 თვით (2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 30 ოქტომბრამდე) 
აღნიშნული პოზიციისთვის სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილსა და ყოველდღიურ ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@manino.ge  
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.