უფროსი მარკეტინგის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
Tourinvest Group  პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, ბელვიუ რეზიდენს ბათუმის  აპარტამენტებისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრს უფროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
გასაყიდი აპარტამენტები მდებარეობს იგივე კომპლექსში სადაც განთავსებულია  სასტუმრო ჰილტონ ბათუმი, რესტორნები, კაფეები და ბუტიკის ტიპის მაღაზიები.  გასაყიდი აპარტამენტების ძირითადი უპირატესობებია: უნიკალური ლოკაცია, ჰილტონის სერვისებზე წვდომა, შეზღუდული რაოდენობა, განუმეორებელი ხედები და მაღალი ხარისხის სერვისი. გაიგე მეტი: https://brb.ge/ge/about 
  
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა; 
  • მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი; 
  • გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით; 
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია); 
  • ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია; 
  • საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მართვა; 
  • კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნა; 
  • კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდა; 
  • მარკეტინგულ კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, ვებ-დეველოპერებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა და მართვა; 
  • თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის და მართვის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • სასურველია სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი 
  • სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
  • საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით 
  • გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან 
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; 
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე 
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში  
  • ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
ტურინვესტ ჯგუფი 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“,  სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი. 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  career@tourinvestgroup.com
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უფროსი მარკეტინგის მენეჯერი , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!