ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

ბათუმი, ხელვაჩაური სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 650 - 700 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე   2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 16 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში.
 „ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი. 
კომპანია „ზღვა ლუდი“  აცხადებს ვაკანსიას    ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე:  

სამუშაო პირობები: 
ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი; ხელვაჩაური, სოფ. სალიბაური, მე-6. ქ.1ა
სამუშაო გრაფიკი:  09:00-18:00 სთ ან 18 :00 – 02:00 სთ მდე; (8 საათიანი ცვლები) 
ანაზღაურება: პირველი 3 თვე - 650 ლარი + ბონუსი; სამი თვის შემდეგ - 700 ლარი + ბონუსი; (ბონუსი საშუალოდ გამოდის 300-600 ლარი) 

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ობიექტების  ონლაინ რეჟიმში ჩართული კამერებით ვიდეო მონიტორინგი;
  • ჩანაწერის კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტებზე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი;
  • თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების კონტროლი;
  • დარღვევების აღმოჩენა, სისტემატიზაცია, აღწერა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
   
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge   30 აპრილამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს  "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!