ვიდეო მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი

ბათუმი, ხელვაჩაური სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: რუსული, ქართული
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე   2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 16 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში. 
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი. 
კომპანია „ზღვა ლუდი“  აცხადებს ვაკანსიას   „ ვიდეო მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელის “ პოზიციაზე. 
  
სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ;
  • ანაზღაურება:  1500 ლარი (ხელფასი + ბონუსი )
  • დასვენების დღეები: შაბათი -კვირა;
  • ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი;  ხელვაჩაური, სოფ. სალიბაური, მე-6. ქ. 1ა 

ძირითადი მოვალეობები: 
  • დისციპლინური და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
  • კომპანიის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენცია და გამოვლენა;
  • მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი და ხელყოფისაგან დაცვა;
  • თანამშრომლების მიერ სამსახურში გატარებული დროის აღრიცხვა და კონტროლი;
  • მონიტორინგის სამსახურის წესდების შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
  • ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების ვიდეო მონიტორინგი, სალაროების.
  • თანამშრომლების საკუთარი იუზერებით მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;

მოთხოვნები და ცოდნა:
  • რელევანტურ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • რუსული ენის  ცოდნა ( მაღალ დონეზე სავალდებულოა)
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მექანიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge   15 მაისამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს  "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!