ბარმენი

ბათუმი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

BET25 აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 800 ლარი და ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
  • გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

საჭირო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bet25career@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.