IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ITGROUP
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
ITGROUP აცხადებს ვაკანსიას IT Support Specialist L1-ის პოზიციაზე.

„აი-თი ჯგუფი“ წარმოადგენს 12 წლიანი გამოცდილების მქონე IT სერვისების და პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიას. ჩვენი ორგანიზაცია პარტნიორობს წამყვან ტექნოლოგიურ ვენდორებთან (HP, Dell, Lenovo, Microsoft, Fortinet etc.), რომელთა გადაწყვეტილებებს ვნერგავთ პარტნიორ ორგანიზაციებში. 
ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს IT მხარდაჭერის გუნდში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული ინციდენტების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დიაგნოსტირება
  • საოფისე და ბიზნეს პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) კონფიგურაცია, გამართვა
  • ელ.ფოსტის პარამეტრების გამართვა და მხარდაჭერა
  • ქსელური და IP/CCTV მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია
  • შესრულებული დავალებების რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება
  • Microsoft Windows და Office პროდუქტების ცოდნა 
  • ქსელური პროტოკოლების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
  • IT სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები
  • მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
  • სიახლეების მარტივად ათვისების  უნარი
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@itgroup.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - IT Support Specialist L1

* შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტექნიკური ცოდნის ტესტირებას ინგლისურ ენაზე.