ბრენდის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის აუზების, საუნების, SPA სივრცის პროექტირებას, მშენებლობასა და მოვლის სერვისს. 

კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე.

სტრუქტურული რუქა: უშუალო მენეჯერი -  აღმასრულებელი დირექტორი
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული 10:00 – 19:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი; საჭიროებისამებრ მივლინებებისთვის მზად ყოფნა.
სამუშაოს ტიპი: საოფისე / გასვლითი
ანაზრაურება : ფიქსირებული ანაზრაურება +  ბონუსი

მიზანი:  კომპანიის ბრენდ(ებ)ის განვითარება,  არსებული კლიენტების ლოიალობის დონის ამაღლება და ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება, მომგებიანობის ზრდა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა;
  • ბაზრის სეგმენტაცია და გაყიდვების გეგმის შექმნა;
  • ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიება და ბაზების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ პრეზენტაციით უზრუნველყოფა (პროდუქციის პარამეტრების, მახასიათებლებისა და ფასის გაცნობა);
  • საჭირო პროდუქციის არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
  • სერვისის საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისგან დეტალური ინფორმაციის მიღება, დავალების გადაგზავნა შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელთან, მისი შესრულების კონტროლი;
  • მოთხოვნის საფუძველზე ინვოისისა და კომერციული წინადადების მომზადება;
  • ბრენდის პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • გაყიდვების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ანდა მათთან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ბრენდის, გაყიდვების ანდა შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ინგლისური ანდა რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • კრეატიულ-ანალიტიკური აზროვნება;
  • მართვის მოწმობა (ბ კატეგორია, სასურველია საკუთარი მანქანის ფლობა);
  • მივლინებებისთვის მზად ყოფნა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში  1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 04 მაისი 2024წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.