აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე
დეპარტამენტი: უსაფრთხოება
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
- აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
- უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
- მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (excel, word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზეhradjara@collectivedv.com