წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელი

ქედის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაური სრული განაკვეთი ნენა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ის წევრ კომპანიას და აწარმოებს „ნენას“ პროდუქციას. „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი პროდუქციაა: კომპოტი, მურაბა, ჯემი, მარინადი, აჯიკა, საწებლი, ტყემალი. „ნენა“-ს პროდუცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტიდან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.  
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  აცხადებს ვაკანსიას წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე. 
მდებარეობა: -    ქედის მუნიციპალიტეტი, ქედა; გურია, დაბა ჩოხატაური 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • საცხოვრებელით უზრუნველყოფას; 
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • წარმოების ყოველდღიური პროცესების მართვა, დაგეგმვა, კონტროლი; 
  • საწარმოო მარაგების აღრიცხვის და ნაშთების კონტროლი; 
  • წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა; 
  • პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა; 
  • პრობლემების დროულად აღმოფხვრა; 
  • დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • წარმოებაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება; სამუშაო გრაფიკის დაცვა; 
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაობის კონტროლი; 
  • სარეალიზაციო პროდუქციის მომზადების კონტროლი; 
  • შიდა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება-კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • წარმოებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; 
  • წარმოების პროცესების ცოდნა; 
  • ნედლეულის და დამხმარე მასალების შესყიდვების გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები:                   
  • კომუნიკაბელურობა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების საოპერაციო ხელმძღვანელი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. 
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!