წარმოების ტექნოლოგი

ქედის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაური სრული განაკვეთი ნენა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ტექნოლოგი
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ის წევრ კომპანიას და აწარმოებს „ნენას“ პროდუქციას. „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი პროდუქციაა: კომპოტი, მურაბა, ჯემი, მარინადი, აჯიკა, საწებლი, ტყემალი. „ნენა“-ს პროდუცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტიდან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. 
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.

მდებარეობა: -   ქედის მუნიციპალიტეტი, ქედა; გურია, დაბა ჩოხატაური
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საცხოვრებელით უზრუნველყოფას;
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.
  • ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე შესაბამისი ჩანაწერების გზით;
  • ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება;
  • ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა;
  • კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა და სხვა მაჩვენებლების წარმოება.
  • ახალ ტექნოლოგიებზე და რეცეპტებზე მუშაობა;
  • ახალი პროდუქტების და კატეგორიების შექმნა;
  • ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხით).

უნარ-ჩვევები:                  
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული; 
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების ტექნოლოგი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“  თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“   მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“  და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!