ტექნოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ტექნოლოგი
კურორტი თბილისში „ჯინო ფერედაისი“ უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგორულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით. 
„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აუზებისა და  კომპლექსის სივრცეში არსებული ტექნოლოგიების მონიტორინგი
  • წყლის ხარისხის მონიტორინგი
  • წყლისა და ჰაერის ტემპერატურების კონტროლი და აღრიცხვა 
  • ფილტრების პერიოდული გასუფთავება
  • სავენტილაციო სისტემების გამართულად მუშაობის კონტროლი
  • წყლის დანადგარების, ორთქლის გენერატორების, საუნების, გარე აგრეგატების გამართულად მუშაობის  უზრუნველყოფა და მათი კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი განათლება (ქიმიური ტექნოლოგია)
  • აუცილებელია აუზებთან მუშაობის  გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  ან დარეკეთ ნომერზე +995 599968303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!