უმცროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი VIVO Medical Group
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
თუ ხარ მოტივირებული, გინდა გამოცდილების მიღება ბუღალტრულ სფეროში, გჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა. 

სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს  დამწყებ სპეციალისტს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას 8
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციეები:
  • კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმოება.
  • საბანკო ოპერაციების წარმოება.
  • შესყიდვების განხორციელება
  • რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების კონტროლი.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Balance პროგრამის ცოდნა (სასურველია)
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივირებული და ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „უმცროსი ბუღალტერი“.
გისურვებთ წარმატებას!

***    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.