ექოსკოპისტის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი მედისონ ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: რადიოლოგია/რედგენოლოგია
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ექოსკოპისტის ასისტენტის ვაკანსიას 
 
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება. 
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი,  საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ 83/11 
სამუშაო გრაფიკი - სრული  (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს; 
  • კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მედიცინის  ან საექთნო მიმართულებით;   
  • კომპიუტერული საოფსე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე hr@medison.ge „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.