ექოსკოპისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: რადიოლოგია/რედგენოლოგია
შპს „ავერსის კლინიკა“  აცხადებს  ექოსკოპისტის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.
სამუშაო ადგილი  : ვაჟა-ფშაველას 27ბ 

ძირითადი მოვალეობები : 
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
  • კლინიკის შინაგანაწესის და შემუშავებული სტანდარტების დაცვა;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები : 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია დოპლეროგრაფიული კვლევების ჩატარების ცოდნა;
  • გულისხმიერება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge .  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება  ექოსკოპისტი წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი  მონაცემები  არ  განიხილება. რეზიუმეების  მიღების ბოლო ვადაა  : 7/05/2024

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
გისურვებთ წარმატებას!