წარმოების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „წარმოების სპეციალისტი“ პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
  • სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • წარმოების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის დანადგარის გამართულ მუშაობას;
  • პროდუქციის დროული დამზადება;
  • წარმოებული პროდუქციის სწორი განლაგება;
  • დაიცვას მომსახურების სტანდარტები;
  • დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებებს შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 11 მაისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „წარმოების სპეციალისტი თბილისი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.