რეგისტრაციების ზედამხედველი

ბათუმი სრული განაკვეთი Alliance Palace
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ჯავშნები
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“  აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტში ზედამხედველის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:
  • სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური პრიორიტეტულია)
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 11 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.