გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 700
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. 
 
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას  გრაფიკული დიზანიერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება: 
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 საათამდე
  • ანაზღაურება: 700 ლარი  
 

ძირითადი ფუნქციები:
  • ციფრული არხებისთვის, მათ შორის სოციალური მედიისთვის ვიზუალების მომზადება, ბრენდის **გაიდლაინებთან შესაბამისობაში;
  • დიზაინის კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
  • სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
  • ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების მომზადება
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ilustrator, Photoshop);
  • სხვა დიზაინერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
 

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ორგანიზებულობა;
 

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com.  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა