გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. 
ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს

მოვალეობები:
  • კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება;
  • ბროშურებისა და პრეზენტაციების გაკეთება;
  • პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგილსურის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პროგრამები: Illustrator, Photoshop, InDesign

უნარები:
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვა.

სამუშო პირობები:
  • სრული სამუშო განრიგი - 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „გრაფიკული დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.  
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.