გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი SPAR Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობებია:
  • სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
  • სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება;
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
  • ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;
  • საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება;
  • დიზაინების მუდმივი განახლება, ტრენდების გაცნობა, განვითარება;
  • გარე რეკლამების, ბილბორდების/ბანერების ვიზუალის მომზადება;
  • ლოგოებისა და ეტიკეტების დიზაინის შექმნა;
  • პროდუქციის რენდერების მომზადება;

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ :
  • უმაღლესი განათლება ( სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით);
  • დიზაინის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3D; Adobe Photoshop, Adobe Illustrator;
  • Adobe After Effects, Adobe Premier Pro პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • შემოქმედებითობა
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !
გისურვებთ წარმატებებს !