ქოლ ცენტრის ოპერატორი

თბილისი სეზონური/დროებითი Gino Paradise
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კურორტი თბილისში „ჯინო ფერედაისი“ უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგორულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
  • ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისურის და/ან რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

საჭირო პიროვნული უნარები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!