სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. 
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge 
„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ბათუმი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულების და დახურვის პროცესის წარმართვა; 
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება განახლება და იმპლემენტაცია; 
  • პროექტში ჩართულ მხარებთან ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა; 
  • ხელშეკრულებების ადმინისტრირება და მათი შესაბამისობის მონიტორინგი, პროექტში ჩართული მხარეების მენეჯმენტი, დავების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; 
  • სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება(Gantt chart), პროქტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა; 
  • რისკების შეფასება, რისკების მართვის გეგმის მომზადება და მათი მიტიგაცია; 
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა (Fit-out, MEP, Façade) საჭირო საპროექტო ცვლილებების შეთანხმება, დელეგირება პროექტში ჩართულ სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციასთან; 
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, შემაჯამებელი სახარჯთაღრიცხო დოკუმენტის და შუალედური გადახდების გეგმის (IPC Plan) მომზადება; 
  • სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, ხარისხის მონიტორინგი QA/QC გეგმების გამოთხოვა და სამუშაოს შესასრულებელი მეთოდოლოგიების ინსპექტირება; 
  • დეფექტების, საპროექტო დოკუმენტაციასთან და ინდუსტრიის სტანდარტებთან შეუსაბამობის იდენტიფიცირება, შესაბამისი აქტების მომზადება და მართვა 
  • კომპეტენციის ფარგლებში და სამშენებლო პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან/და არქიტექტურული მიმართულებით; 
  • პროექტების მართის და დიზაინ კოორდინაციის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office - სრულყოფილად ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.  
 
უნარ-ჩვევები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ხარისხზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • კოორდინაციის უნარი; 
  • მართვის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო განაკვეთი -  სრული; 
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად; 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.  
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge   2024 წლის  12 მაისამდე. 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენი “ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენი “ ბაზაში 1 წლის ვადით. 
 
გისურვებთ წარმატებებს!