პროექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აი-სი კომპანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
,,IC company’’ წარმოადგენს კომპანია ,, IC holding”-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან პოზიციონირებს. „IC company”-ს ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა  წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. 
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ic.ge  
,,IC company’’ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის  პოზიციაზე. 
  
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტის პროექტირების ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის სრული პაკეტის შექმნის კონტროლი და საპროექტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა; 
  • სამშენებლო/საინჟინრო პროექტის დამუშავება და ანალიზი; 
  • საწარმოებელი სამუშაოების სპეციფიკაციის შესწავლა; 
  • საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი ხარჯთაღრიცხვისა და შესასრულებელ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შედგენა; 
  • პროექტის მიმდინარეობისას შესაძლო რისკების დროული იდენტიფიცირება და მართვა; 
  • სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისათვის სამშენებლო ობიექტზე საჭირო ადამიანური რესურსის განსაზღვრა, გადანაწილება და მართვა საიტზე მყოფ სამუშაოთა მწარმოებელთან ერთად; 
  • მშენებლობის პროცესში საჭირო მასალებისა თუ მომსახურების ფასების, ხარისხისა და მათი მიღების ვადების კონტროლი; 
  • სამშენებლო ობიექტზე არსებული მასალების, ხელსაწყო-დანადგარების მიღების, ექსპლუატაციისა და ხარჯვის კონტროლი; 
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მათი ბიუჯეტის, ვადებისა და ხარისხის კონტროლი დადგენილთან შესაბამისობაში; 
  • პროექტის ფარგლებში, როგორც დამკვეთთან, ასევე მენეჯმენტთან შესაბამისი კომუნიკაცია და რეპორტინგი პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ; 
  • ხარჯთაღრიცხვის, ფორმაN2, ფორმაN3, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება სამუშაოთა მწარმოებელთან ერთად; 
  • პროექტის დასრულების შემდგომ დამკვეთისათვის ობიექტისა და შესრულებული სამუშაოების გადაბარების ორგანიზება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო სექტორთან კავშირში; 
  • უცხო ენების ცოდნა; 
  • MS office, MS project პროგრამების ცოდნა; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • სასურველია პირადი ავტომობილი. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებსა და შედეგზე  ორიენტირებული; 
  • გუნდთან კომუნიკაციისა და მართვის უნარი; 
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
 
კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს: 
  • საინტერესო და სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას; 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება) 
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N143 
  • შრომის ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე;  HR@ic.ge   გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გაცნობებთ, რომ  აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
IC Company-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას!