დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;
- საჭიროების შემთვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;
- უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
- ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;
- დაამყაროს კომუნიკაცია სარეკლამო კომპანიებთან მარკეტინგული სახარჯი მასალების, სავიზიტო ბარათების შესაკვეთად და ავტომობილების ბრენდირების მიზნით;
- შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია სამუსაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.