კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას „კოორდინატორის” პოზიციაზე.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ანაზღაურება - 800 ლარი+ბონუსი (ნეტი)

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • პაციენტთა რიგების მართვა;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება ქართულად;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge  და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.