რეგისტრატორი/ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თელავი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი სამედიცინო: რეგისტრატურა
დასახელება: რეგისტრატორი/ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თარიღი:  15/04/2024-29/04/2024
სამუშაო ადგილი : ქ.თელავი, ვ.სეხნიაშვილის N3  
სამუშაო გრაფიკი : სრული

შპს „ავერსის კლინიკა’’ აცხადებს  რეგისტრატორის/ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თელავის ფილიალში.

ძირითადი  მოვალეობები:
  • პაციენტების  ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში  დარეგისტრირება;
  • შემოსულ ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო ან ჯანდაცვის ფაკულტეტი);
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: რეგისტრატორი (თელავი)  იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29/04/2024

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  

გისურვებთ წარმატებას!