მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა ხელფასი: 900
გაყიდვები: მოლარე
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება : 900 ლარი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • კვება;
  • უფასო ტრანსპორტირება;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.