ხარისხის სამსახურის სპეციალისტი

მარნეული სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
პოზიცია: ხარისხის სამსახურის სპეციალისტი 
თარიღი:  15/04/2024 -29/04/2024 
სამუშაო ადგილი  : ქ.მარნეული 26 მაისის ქუჩა  
სამუშაო გრაფიკი :  სრული 
 
 შპს „ავერსის კლინიკა“  აცხადებს  ხარისხის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში. (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს ‘’ავერსის კლინიკა) 
 
ძირითადი მოვალეობები : 
  • სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი; 
  • გამოვლენილი შეუსაბამობების აქტირება და მათი გაგზავნა ხარისხის მენეჯერთან; 
  • ყოველთვიური რეპორტირება ხარისხის მენეჯერთან ჩატარებული სამუშაოს შესახებ; 
  • ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 
 
კვალიფიკაცია და მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ჯანდაცვის  მიმართულებით)  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური და რუსული ენების   ფლობა ; 
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • კრიტიკული ანალიზის უნარი.   
 
დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: ხარისხის სპეციალისტი(მარნეული) იმისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29/04/2024 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.   
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
https://www.aversiclinic.ge/