ლოჯისტიკის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი დევულ ინდასტრის
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC  აცხადებს  ვაკანსიას  ლოჯისტიკის სპეციალისტის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.  

  

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:  

  • მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;  
  • დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;  
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;  
  • არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;  
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;  
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;  
  • ანალიზი და რეპორტინგი;  
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; 
  • გაყიდვების გუნთთან და მენეჯმენტთან კოორდინაცია.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში; (საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office and E-mail);  
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა  


პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;  
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ორგანიზებულობა;  
  • პუნქტუალურობა;  
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი  

  

გთავაზობთ:  

  • ანაზღაურება ფიქსირებული 2000 ლარი
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით  
  • მეგობრული სამუშაო გარემო
  • გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).


აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე,  განვითარების პერსპექტივით.

 

სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00) 

ოფისის მისამართი : თბილისი, ენუქიძის #12 

  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა , გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ceo@dewool.ge  საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განხილული იყოს თქვენი СV.