პრემიუმ ბანკირი

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
საბანკო: პერსონალური ბანკირი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ პრემიუმ ბანკირს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პრემიუმ სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;
  • პრემიუმ კლიენტების სატელეფონო მხარდაჭერა
  • პრემიუმ კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება
  • შესაბამისი/ზემდგომი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაწესებული პერსონალური გეგმების შესრულება; 
  • პრემიუმ კლიენტების სრული საოპერაციო მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ბანკში არსებული ტარიფებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • საანაბრე პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტებისთვის ოპტიმალური პროდუქტის შერჩევა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
  • სადებეტო და საკრედიტო ბარათების მოთხოვნა / გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა  მიენიჭება საბანკო პროგრამების: B6 და LMS ცოდნას;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.