დებიტორული დავალიანებების ადმინისტრატორი

მცხეთა სრული განაკვეთი ზედაზენი 2012
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
კომპანია ზედაზენი 2012 აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანებების ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიმდინარე და ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებების მართვა და კონტროლი;
  • ქსელური ობიექტების დავალიანებების განახლება და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, შესაბამის ადრესატთან დროული კომუნიკაცია;
  • დებიტორების შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება და რეგიონებისთვის განახლებული დებიტორული დავალიანების რეპორტის გადაგზავნის უზრუნველყოფა;
  • cash back-ების  და ავანსების  გადასარიცხი ფაილის მომზადება;
  • დივიზორის წარმომაგენელთან მოთხოვნილი ინფორმაციის გადაგზავნა;
  • მარკეტინგული ხარჯის და გაქვითვის აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
  • პრისეილერის, ვაიზერის და მენეჯერის  გადაბარების აქტების მომზადების დაორგანიზება;
  • პროგრამაში ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფა და კონტროლი;
  • სხვა დამატებითი უფლება-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (MS Office, Excel, Word, PPT, PBI);
  • ინგლისური ენის ცოდნა 

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge -ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 16 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge , თქვენი სახელის და გვარის მითითებით.