სერვის ცენტრის მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ავტობაზრობა
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 1700
განათლება: ბაკალავრი
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1400-1700 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

ძირითადი მოვალეობები

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მართვა და მოტივირება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ბონუსების დაანგარიშება;
  • ბაზრის ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
  • არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ვებ-გვერდზე არსებული განცხადებების მოდერაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარი;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

 

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com


დაგვიკავშირდით: +995 591512644 ნათია.

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!