საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 

არქი“-ში ვეძებთ საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
  • მაცხოვრებლებთან როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა;
  • მაცხოვრებელთა შესახებ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების ასახვა პროგრამაში;
  • მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და დროული რეაგირება;
  • მაცხოვრებლებისგან უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯებესების შესახებ ახალი იდეების შემუშავება;
  • მაცხოვრებლების წინასწარ ინფორმირება დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • მოვლა-პატრონობის სერვისის გადახდების მონიტორინგი; 
  • მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და მართვა;
  • სამეზობლოს ელექტრონული გვერდის მართვა;
  • პორტფლეში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; 
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ღონისძიების ორგანიზების უნარ-ჩვევები.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე