მოლარე-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნოკრედიტი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ქართული
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი
პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 35-40 საათი
ანაზღაურება:  ფიქსირებული 900 ლარი ხელზე ასაღები + საბონუსე სისტემა (400-500)
დამატებითი სარგებელი: სამედიცინო დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები
ვებ-გვერდი: https://technocredit.ge 
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

კომპანია „ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია „ტექნოკრედიტი“ ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა. ტექნოკრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მსესხებლის ინფორმირება, განმარტება  და ხელშეკრულების პირობების გაცნობა;
  • დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა;
  • დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან;
  • ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა;
  • დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება;
  • ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
  • აკადემიური განათლება
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
  • სავალდებულოა იცოდეს დოკუმენტაციის წარმოება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
  • სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსიდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge  არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა. 

გთხოვთ, მეილის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ  ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!