მარკეტინგის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ,,River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
  • გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია);
  • ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მართვა;
  • კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნა;
  • კომპანიისა და კომპანიის სერვისის ცნობადობის გაზრდა;
  • მარკეტინგულ კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა და მართვა;
  • თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.
  • მარკეტინგული და სარეკლამო ოპერაციების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
  • ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
  • აქციების ფასწარმოქმნის ანალიზი და ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
  • გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • კომპანიის სერვისების მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
  • ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
  • გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.
  • კონკურენტების შეფასება და ანალიზი;

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას და ტრანსპორტირებას ცვლების შესაბამისად;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • კვირაში 2 დღე დასვენება;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2024 წლის 20 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე: megi.ananidze@riverrockhotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!