სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი სეტონდა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
ესპანური  ფარმაცევტული კომპანია „სეტონდა “ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
  • სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
  • CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, პედიატრიული, ფარმაცევტული)
  • სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
  • უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
 
პიროვნული მახასიათებლები
  • კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • კვარტალურ საბონუსე სისტემას;
  • სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

სამუშაო განაკვეთი:  სრული 9:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი -პარასკევი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: setonda24@gmail.com.   წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება : სამედიცინო წარმომადგენელი  (MR)

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.